ახალი ამბები

ბელგიის მედია: ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობა დადგენილია

23 მარტი, 2016 • 1312
ბელგიის მედია: ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობა დადგენილია

ბელგიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებაში ბრალდებული ორი პირის ვინაობა დადგენილია.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პოლიციამ დაადასტურა მათი ექსკლუზიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხალიდ და იბრაჰიმ ელბაქრავი არიან ის პიროვნებები, ვინც ზავენტემის აეროპორტში თავი აიფეთქა, რასაც 30 მეტი ადამიანი ესმხვერპლა.

სახელწიფო ტელევიზიის ცნობით, ისინი ძმები არიან და ბრიუსელში ცხოვრობდნენ, პოლიციისთვის ცნობილი იყო მათი კრიმინალური საქმიანობა, თუმცა აქამდე ტერორიზმში ეჭვმიტანილი არ ყოფილან.

მედიასაშუალებებმა გუშინ, 22 მარტს, გაავრცელეს აეროპორტის სათვალთვალო კამერით გადაღებული ფოტო, რომელზეც სამი პირია გამოსახული. ორმა მათგანმა სავარაუდოდ თავი აიფეთქა.

ბელგიის პოლიცია 22 მარტიდან ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილს ეძებს.

ფოტოზე გამოსახულ მესამე პირზე, რომელსაც ღია ფერის პიჯაკი აცვია, პოლიციამ უკვე გამოსცა დაკავების ორდერი და ეძებს.

ყველა ამბავი: ტერორისტული აქტები ბრიუსელში

  • 22 მარტს, ბრიუსელის დროით 07.55 საათზე ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მთავარ, ზავენტემის აეროპორტში, მცირე ხნის შემდეგ კი, მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის უწყებების შენობებთან მდებარეობს;
  • ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში დაიღუპა 11, დაშავდა 81 ადამიანი;
  • 20 დაიღუპა, 106 დაშავდა მეტროსადგურის აფეთქების შედეგად;
    ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ”[ISIS] აიღო.
  • ბრიუსელის აერპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქის აეროპორტებსა და მეტროსადგურებში, ასევე, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის საქართველოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი