ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებებიდან ორი დღის შემდეგ ბელგიის ატომური რადიოაქტიური ელემენტების ინსტიტუტის გუშაგი მოკლეს, თუმცა პროკურატურა ამ ფაქტს ტერორისტულ დაჯგუფებებს არ უკავშირებს.

Reuters-ის ცნობით, შარლერუას პროკურატურა ასევე უარყოფს ბელგიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოკლული გუშაგის საშვი მოიპარეს.

Reuters-ი აცხადებს, რომ პროკურატურა მათთან კომენტარს არ აკეთებს.

  • 22 მარტს, ბრიუსელის დროით 07.55 საათზე ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მთავარ, ზავენტემის აეროპორტში. მცირე ხნის შემდეგ კი, მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის უწყებების შენობებთან მდებარეობს;
  • ბრიუსელის აეროპორტისა და მეტროსადგურის აფეთქების შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა 300.
  • ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ”[ISIS] აიღო.
ბელგიის ტიანჯის ატომური ელექტროსადგური credit: REUTERS/Vincent Kessler
ბელგიის ტიანჯის ატომური ელექტროსადგური credit: REUTERS/Vincent Kessler

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *