ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მესამე პიროვნემა, რომელიც სავარაუდოდ ბრიუსელის აეროპორტში მოწყობილ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა, დაკავეს.
ტელევიზიის ცნობით, ფაისალ ჩაფოუ ხუთშაბათს დააკავეს, ხოლო ამ დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 25 მარტს გავრცელდა. მედიის ცნობით, ფაისალ ჩაფოუ ის მესამე პიროვნებაა, რომელსაც ზავენტემის აეროპორტში თავი უნდა აეფეთქებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და აეროპოტიდან გაიქცა.
ბელგიის მედიის ცნობით, ჩაფოუ ტაქსის მძღოლმა ამოიცნო. რომელმაც სამი პიროვნება აეროპორტში ტერორისტული აქტის მოწყობამდე მიიყვანა. ფაისალ ჩაფოუს ბრალი ტერორიზმი მონაწილეობაში ედება.
ყველა ამბავი: ტერორისტული აქტები ბრიუსელში
- 22 მარტს, ბრიუსელის დროით 07.55 საათზე ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მთავარ, ზავენტემის აეროპორტში. მცირე ხნის შემდეგ კი, მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის უწყებების შენობებთან მდებარეობს;
- ბრიუსელის აეროპორტისა და მეტროსადგურის აფეთქების შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა 300.
- ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ”[ISIS] აიღო.