ახალი ამბები

მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები ბრიუსელის ტერაქტზე

22 მარტი, 2016 • 1731
მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები ბრიუსელის ტერაქტზე

ბრიუსელში ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. მსოფლიო ლიდერები მომხდარს ეხმაურებიან.

ტერაქტი დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. ისინი საქართველოს სახელით თანადგომას უცხადებენ ბელგიის მთავრობასა და ხალხს.

მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები

მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები


 

  “ჩვენ ყოველ წუთს ვაკვირდებით სიტუაციას. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. ბელგიაში სატელეფონო ცხელი ხაზია: 1771” – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ჩარლს მიშელი.  


შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. ს…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Tuesday, March 22, 2016

 

უკიდურესად აღშფოთებული ვარ ქ. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით. ქართველი ხალხის სახელით ვუცხადებ მტკიცე თ…

Posted by Giorgi Margvelashvili on Tuesday, March 22, 2016


 

  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დეივიდ კამერონი წერს, რომ ის უხელმძღვანელებს “კობრას” შეხვედრას ბრიუსელში განვითარებული მოვლენების გამო: “მე ვარ შოკირებული და შეშფოთებული ბრიუსელში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად.”  

 


J’exprime mon entière solidarité avec le peuple belge.Je suis en relation constante avec les autorités belges pour…

Posted by François Hollande on Tuesday, March 22, 2016

 


 

“შოკირებული ვარ აფეთქების შესახებ ნიუსით ბრიუსელის აეროპორტში. კვალდაკვალ მივყვები მოვლენების განვითარებას . იყავით ფრთხილად!” – წერს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში, ვიოლეტა ბალკი.

 

 


 

ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე: “ბრიუსელში მოხდა ტერორიზმის საშინელი აქტები. ყველა დაშავებულს ვუცხადებ სოლიდარობას.”

 

  ლიტვის პრემიერ-მინისტრი, ალგირდას ბუტკევიჩიუსი: “საშინელი ამბავი ბრიუსელიდან. თუ აფეთქებები უკავშირდება ტერორიზმს, ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. ამით ვერ შეძლებენ ვერანაირი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.”  


 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციისას იტირა, როდესაც ბრიუსელის ტერაქტების შესახებ… Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 22, 2016

 


 


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციისას იტირა, როდესაც ბრიუსელის ტერაქტების შესახებ გაიგო. მოგერინი ამანში, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მართავდა პრესკონფერენციას, როდესაც ბრიუსელის ტერაქტის შესახებ უთხრეს. 22 მარტი, 2016 წელი © EPA/JAMAL NASRALLAH

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციისას იტირა, როდესაც ბრიუსელის ტერაქტების შესახებ გაიგო. მოგერინი ამანში, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მართავდა პრესკონფერენციას, როდესაც ბრიუსელის ტერაქტის შესახებ უთხრეს. 22 მარტი, 2016 წელი
© EPA/JAMAL NASRALLAH


 

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების- 136-ს.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 08:00 სთ.-ზე ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.

აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი