ბრიუსელში ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. მსოფლიო ლიდერები მომხდარს ეხმაურებიან.

ტერაქტი დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. ისინი საქართველოს სახელით თანადგომას უცხადებენ ბელგიის მთავრობასა და ხალხს.

მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები

 


შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. ს…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Tuesday, March 22, 2016

 

უკიდურესად აღშფოთებული ვარ ქ. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით. ქართველი ხალხის სახელით ვუცხადებ მტკიცე თ…

Posted by Giorgi Margvelashvili on Tuesday, March 22, 2016


 

 


J’exprime mon entière solidarité avec le peuple belge.Je suis en relation constante avec les autorités belges pour…

Posted by François Hollande on Tuesday, March 22, 2016

 


 

“შოკირებული ვარ აფეთქების შესახებ ნიუსით ბრიუსელის აეროპორტში. კვალდაკვალ მივყვები მოვლენების განვითარებას . იყავით ფრთხილად!” – წერს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში, ვიოლეტა ბალკი.

 

 


 

ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე: “ბრიუსელში მოხდა ტერორიზმის საშინელი აქტები. ყველა დაშავებულს ვუცხადებ სოლიდარობას.”

 


 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციისას იტირა, როდესაც ბრიუსელის ტერაქტების შესახებ… Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 22, 2016

 


 


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციისას იტირა, როდესაც ბრიუსელის ტერაქტების შესახებ გაიგო. მოგერინი ამანში, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მართავდა პრესკონფერენციას, როდესაც ბრიუსელის ტერაქტის შესახებ უთხრეს. 22 მარტი, 2016 წელი
© EPA/JAMAL NASRALLAH

 

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელის აეროპორტში და მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების- 136-ს.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 08:00 სთ.-ზე ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.

აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *