ახალი ამბები

BBC: ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 26 გარდაიცვალა და 136 დაშავდა

22 მარტი, 2016 • 1418
BBC: ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 26 გარდაიცვალა და 136 დაშავდა

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი გარდაიცვალა და 81 დაიჭრა.

უფრო ადრე ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 55.

ჯამში, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების- 136-ს.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 08:00 სთ.-ზე ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი