ახალი ამბები

“ეს შენ გეხებას” აქციას ალექსი პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე შეუერთდნენ [ვიდეო]

19 მარტი, 2016 • 1471
“ეს შენ გეხებას” აქციას ალექსი პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე შეუერთდნენ [ვიდეო]

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი და ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე თბილისში “ეს შენ გეხებას” მიერ ორგანიზებულ აქცია/მსვლელობას შეუერთდნენ. ისინი ადამიანების პირადი ცხოვრების  ფარულ ჩაწერასა და მის გავრცელებას აპროტესტებენ:

“ეს არის მორალური ტერორის მცდელობა. ყველაფერი ერთადაა, რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოებასაც [უკავშირდება], მაგრამ პირველ რიგში ეს არის საზოგადოების მორალური ტერორის ქვეშ ყოფნის მცდელობა. საზოგადოებამ ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირა. უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა და და საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეს. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ქვეყნის საბჭოურ წუმპესა და ჭაობაში ჩაბრუნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ ევროპული მომავლისკენ. არ უნდა მივცეთ გასაქანი ადამიანებს, რომლებსაც ამ კადრების ჩვენებით ჩვენი საზოგადოების შანტაჟი სურთ”, – თქვა პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილი, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი:”ფარული ჩანაწერების გავრცელება არის მორალური ტერორის მცდელობა. ყველაფერს უკავშირდება ეს, მათ შორის, არჩევნების მოახლოებასაც.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

“ეს შენ გეხებას” აქცია 13:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყო და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი