ახალი ამბებისაზოგადოება

“ეს შენ გეხება” – საპროტესტო აქცია/მსვლელობა თბილისში [ვიდეო/ფოტო]

19 მარტი, 2016 • 1956
“ეს შენ გეხება” – საპროტესტო აქცია/მსვლელობა თბილისში [ვიდეო/ფოტო]

თბილისში “ეს შენ გეხებას” კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით საპროტესტო აქცია/მსველელობა იმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ტირაჟირებას.

ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ შექმნილი კამპანია “ეს შენ გეხება” განახლდა. საპროტესტო აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიამდე იწყება. #ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

“ისმინეთ ჩვენი ხმა, ნუ გვისმენთ”,”მე არ მეხება სხვისი პირადი ცოხვრება, მაგრამ მეხება ის, რომ ჩემი რეაქციით აშინებენ”, “უკანონო მოსმენები დაკანონდა” – ამ შინაარსის ბანერებით აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გადაადგილდებიან.

საპროტესტო მსვლელობა უკანონო მოსმენებისა და ჩანაწერების წინააღმდეგ #ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

აქციას შეუერთდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებით მასაც აშანტაჟებენ: “არ მეშინია, გამოაქვეყნეონ”, – ამბობს გრიგოლია და დასძენს, რომ ყველაფერსს გააკეთებს იმისათვის, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მსგავს ქმედებებს ახორციელებენ.

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:”დღეს ვარ უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი, ვიდრე ვყოფილვარ გასული 45 წლის განმავლობაში. მე არ მეშინია. გაასაჯაროონ, მაგრამ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც თავის პატარა ან დიდ წვლილს შეიტანს იმაში, რომ ეს მანიაკები და ავადმყოფები, ვინც ქვეყანას აშანტაჟებენ, ვინც პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან ადამიანებს და ტყვიის გარეშე კლავენ, ძალიან დიდი ხნით აღმოჩნდნენ ციხეში.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

აქციას უერთდება პროფკავშირთა გაერთიანებაც.

თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე:”კამპანიას “ეს შენ გეხებას” შემოუერთდა არა მხოლოდ მეტალურგიული, არამედ საქართველოს პროფკავშირთა მთელი გაერთიანება… მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ საწარმოებში ფარული მოსმენები და თვალთვალი ჩვეულებრივი ამბავია. უსაფრდებიან მოქალაქეობრივად აქტიურ მუშებს და ამ გზით ცდილობენ ფსიქოლოგიური კონტროლის და გავლენის განხორციელებას.”

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

აქციას შეუერთდა ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი:

სერგო რატიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი:”სამი წლის განმავლობაში არ არსებობს მოვლენა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა კადრებით. ის მოვიდა კომპრომატებით და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით ის ავრცელებს გარკვეულ კომპრომატებს.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

ოთო კობახიძე სტუდენტი:

ოთო კობახიძე, სტუდენტი:”მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება იზრდება და აცნობიერებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას… ჩვენ შეიძლება განგვსაჯონ სხვა მოქმედებების გამო, მაგრამ არამც და არამც იმის გამო, თუ რას აკეთებენ ადამიანები საკუთარ საძინებელში.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

ალექსი პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე:

ალექსი პეტრიაშვილი, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი:”ფარული ჩანაწერების გავრცელება არის მორალური ტერორის მცდელობა. ყველაფერს უკავშირდება ეს, მათ შორის, არჩევნების მოახლოებასაც.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

15:00 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან “ეს შენ გეხებას” საპროტესტო აქცია დასრულდა:

ბაია პატარაია, ქალთა მოძრაობის წევრი:”ჩვენ არ გვჭირდება ბინძური პოლიტიკა. ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენთვს აღარ არის მისაღები “კაგებეშნიკური” მეთოდები.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Saturday, March 19, 2016

სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქართველომ დახმარებისთვის FBI-საც მიმართა. Youtube.com-ზე გასულ კვირაში ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავის საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი