რუსეთის ქალაქ როსტოვში ფლაი დუბაის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. მათგან 55 მგზავრი იყო, ხოლო 7 – თვითმფრინავის პერსონალის წევრი.

ჯერჯერობით ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა BBC-ის ცნობით, ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად განიხილება. თვითმფრინავმა აეროპორტში დაჯდომა ორჯერ სცადა. მეორე მცდელობისას ის აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი რუსეთში დუბაიდან მიფრინავდა. თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფა რუსეთში © EPA/MAXIM ROMANOV
ავიაკატასტროფა რუსეთში © EPA/MAXIM ROMANOV

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *