ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შექმნა

18 მარტი, 2016 • 1176
პარლამენტმა საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შექმნა

პარლამენტმა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, ქორწინების თაობაზე ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიაში წარმოდგენილი არ არიან “რესპუბლიკელები”, რომლებიც ინიცირების წინააღმდეგი იყვნენ, კომისიაში არც “ნაცონალურ მოზრაობაში” შემავალი ფრაქციებია წარმოდგენილი.

ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებული დოკუმენტის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 11 წევრისგან შედგება. ესენი არიან:

1.მანანა კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2.გუბაზ სანიკიძე – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
3.გიგა ბუკია – ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე
4.გოჩა ენუქიძე – ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
5.კახა ოქრიაშვილი – ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტატების” თავმჯდომარე.
6.გოგი თოფაძე – “ფრაქცია “ართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე.
7.გიორგი ცაგარეიშვილი – ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე.
8.გიორგი გაჩეჩილაძე – პარლამენტის დამოუკიდებელი  წევრი.
9.ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი.
10.მერაბ თავაძე – კინომატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
11.ნანა ჭილაძე – თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი.

თუმცა, პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად სიას 4 დეპუტატი დაემატა:

12.გიორგი ვოლსკი – ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე.
13. ეკა ბესელია -ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმდჯომარე.
14. ზურაბ ტყემალაძე -დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
15. გედევან ფოფხაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

 

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

   

მასალების გადაბეჭდვის წესი