ახალი ამბები

გრიგოლია: საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ხელისუფლება, რომლის დროსაც მითვალთვალებდნენ

17 მარტი, 2016 • 2193
გრიგოლია: საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ხელისუფლება, რომლის დროსაც მითვალთვალებდნენ

ჟურნალისტმა ირგა გრიგოლია, განაცხადა, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც მის პირად ცხოვრებას ფარულად იწერდნენ.

“დღეს ვარ პროკურატურის პარტნიორი და არ ვარ ჩასაფრებულ პოზიციაზე. შევეცდები დავეხმარო პროკურატურას, თუ კი რაიმე მათ შეუძლიათ მიიღონ ღირებული ინფორმაცია, ყველაფერზე ვარ ღიად და მზად. ვთვლი, რომ ეს არის ომი, რომელშიც შევედი, არ ვაპირებ, ჩიგვებში ჯდომას და წუწუნს, რომ რა დღეში ვარ და თურმე როგორ მემუქრებიან. გავაკეთებ ყველაფერს, იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო. მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება ეს კადრები. არ მეშინია შანტაჟის და იცით, რატომ გავხსენი ეს თემა? მე რომ დღეს ხმა არ ამომეღო და შეშინებული ჩირგვებში და სახლში შევმალულიყავი, მაშინ მთელი ცხოვრება უნდა მეცხოვრა ამ შანტაჟით. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ვიცხოვრო შიშით, რომ ვაიმე ხვალ რაღაც შეიძლება გამოაქვეყნონ. ამიტომ, გამოაქვეყნონ, მე ვარ ამისთვის მზად. პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი. უკვე მეცოდინება რომელი პერიოდის კადრებია ეს, როდის ხდებოდა ჩემი ფარულად ჩაწერა და ვდებ პირობას, რომ მარტო საქართველოს მასშტაბით კი არა, საერთაშორისო მასშტაბის სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები”, – განუცხადა ინგა გრიგოლიამ “რუსთავი 2”-ს.

ინგა გრიგოლია დღეს, 17 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში იყო დაბარებული დაკითხვაზე. დაკითხვა შეეხებოდა ინტერნეტ სივრცეში ფარული კადრების გავრცელებას.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონონოდ მოპოვებული კადრები, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი. ამავე ვიდეოში მითითებული იყო, რომ კიდევ გავრცელდება მსგავსი კადრები, მათ შორის ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შესახებ, თუ იგი არ დაანებებს თავს ჟურნალისტად მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი