თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმდჯომარე, შალვა საბაური ამბობს, რომ უნვიერსიტეტში შექმნილი კრიზისი რექტორის, ვლადიმერ პაპავას დამსახურებაა:
“მეტი რა უნდა მოხდეს, ხომ არ დავხოცავთ სტუდენტები ერთმანეთს? ძალიან დიდ კრიზისშია უნივერსიტეტი შესული და ეს კაცი[ვლადიმერ პაპავა], რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, რომ არეულობა ყოფილიყო, ახლა ამბობს – მე რომ წავიდე, უფრო დიდი კრიზისი იქნებაო.”
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს.