ახალი ამბები

ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

14 მარტი, 2016 • 2309
ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა ამჟამად პროკურატურაში იმყოფება. ბერულავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შესახებ კითხავენ. დღეს, 14 მარტს, მის ფეისბუკ გვერდზე მსგავსი ვიდეო გაავრცელეს.

“პროკურატურას მივაწოდე ფოტოები (სქრინები), რომლებიც მქონდა შენახული. ამის შემდეგ უკვე მოვიდნენ საგამოძიებო სამსაუხრიდან და როდესაც ვცდილობდი, რომ მათთვის მეჩვენებინა ის ვიდეობმული, აღმოჩნდა, რომ იუთუბი იყო სრულად დაბლოკილი,” – აცხადებს ლაშა ბერულავა.

ბერულავას თქმით, მას ინფორმაცია ვიდეოების შესაძლო გავრცელებაზე ადრეც მისდიოდა პირადი შეტყობინებების სახით:

“ადრე პირად შეტყობინებებში მომდიოდა ამ სახის ანონსები, რომ არსებობდა ვიდეოები და მათ შორის ჟურნალისტებზეც, ამიტომ მოულოდნელი ჩემთვის არ ყოფილა. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აარჩიეს ჩემი პროფილი, ალბათ იმიტომ, რომ აქტივობას იმ წამს ჩემთან წააწყდა, რადგან ჩემს ვოლზე მიმდინარეობდა განხილვა ანკარის ტერაქტთან დაკავშირებით და იქ შეაგდო ეს ლინკი.”

საქმის გამოძიება სსსკ-ის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხომბს.

სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით პოლიტისკოებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი