ახალი ამბები

დღეს გავრცელებულ ვიდეოზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

14 მარტი, 2016 • 1218
დღეს გავრცელებულ ვიდეოზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი ასეა განმარტებული: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პოლიტისკოებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

პარასკევს უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც ვიდეოს გამავრცელებლის განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიციონერს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი