ნეტგაზეთი | აფეთქება ანკარაში [განახლებადი] აფეთქება ანკარაში [განახლებადი] – Netgazeti
RU | GE  

აფეთქება ანკარაში [განახლებადი]

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარას ცენტრალურ უბანში, კიზილეიში, აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 27 და დაჭრილია 75 ადამიანი.

თურქულ ტელევიზია NTV-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული, თუმცა ინფორმაციას ოფიციალური წყაროები ჯერ არ ადასტურებენ.

თვითმხილველთა თქმით, აფეთქება ათათურქის ბულვარის მახლობლად მოხდა, სადაც სამინისტროებია განლაგებული.

აფეთქება ანკარაში © Serhat

აფეთქება ანკარაში © Serhat

ანკარაში აფეთქებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თურქეთის გვერდით დგას.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიც… Posted by Giorgi Kvirikashvili on Sunday, March 13, 2016

 

თურქეთის დედაქალაქში მომხდარზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქეთს.

შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაულო ხალხი და მრავალი დაშავდა….

Posted by Giorgi Margvelashvili on Sunday, March 13, 2016

 

ბოლო პერიოდში თურქეთში უკვე რამდენჯერმე მოხდა სერიოზული თავდასხმა:

  • 17.02.2016 – ანკარაში დიდი აფეთქების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა.
  • 12.01.2016 – სტამბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმამ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 15 მძიმედ დაშავდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი