ნეტგაზეთი | აფეთქება ანკარაში: დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი [განახლებადი] აფეთქება ანკარაში: დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი [განახლებადი] – Netgazeti
RU | GE  

აფეთქება ანკარაში: დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი [განახლებადი]

BBC-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დიდი აფეთქების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება თურქეთის პარლამენტისა და სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე, მოძრავი სამხედრო მანქანის ახლოს მოხდა.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბექირ ბოზდაღმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, იზრდება შიში, რომ თურქეთზე შეიძლება კიდევ იყოს დაგეგმილი სხვა დიდი თავდასხმები.

აფეთქების წერტილი თურქეთის დედაქალაქში © BBC

აფეთქების წერტილი თურქეთის დედაქალაქში © BBC

როგორც დაშავებულები ამბობენ, აფეთქების ხმა თითქმის მთელ ანკარაში ისმოდა. ფოტო: AP

როგორც დაშავებულები ამბობენ, აფეთქების ხმა თითქმის მთელ ანკარაში ისმოდა. ფოტო: AP

სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის აფეთქების ადგილას თურქეთის დედაქალაქში © Reuters

სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის აფეთქების ადგილას თურქეთის დედაქალაქში © Reuters

ცეცხლის კვამლი აფეთქების ადგილას © EPA

ცეცხლის კვამლი აფეთქების ადგილას © EPA

ბოლო პერიოდში თურქეთში უკვე რამდენჯერმე მოხდა სერიოზული თავდასხმა, მათ შორის, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა, რომელმაც გასულ თვეს სტამბულში 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელს კავშირები ჰქონდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან.

გასულ ოქტომბერს, ანკარაში, მშვიდობის მარშის დროს განხორციელებულმა თავდასხმამ 99 ადამიანი იმსხვერპლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.