საზოგადოება

თბილისის აეროპორტში დღის გარკვეულ მონაკვეთში დროებით ფრენები აღარ განხორციელდება

7 თებერვალი, 2016 • 1792
თბილისის აეროპორტში დღის გარკვეულ მონაკვეთში დროებით ფრენები აღარ განხორციელდება

1 მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ფრენები არ განხორციელდება. როგორც ნეტგაზეთს აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, იწყება აეროპორტის ინფრასტრუქტურის, მათ შორის ასაფრენი ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 თვეს გასტანს.

როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სწორედ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ დღისით გარკვეული დროის განმავლობაში ფრენები აღარ განხორციელდება. ზუსტი განრიგი, თუ დღის რომელ საათებში გაუქმდება ფრენები, მოგვიანებით გახდება ცნობილი. აეროპორტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო განრიგის ცვლილება არ შეეხება ღამის საათებში დაგეგმილ ფრენებს.

როგორც ნეტგაზეთს აეროპორტში განუცხადეს, მათ 3 თვით ადრე გააფრთხილეს ავიაკომპანიები იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დღის რეისები  ხელახლა დაგეგმონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი