საზოგადოება

GWP გლდანის რაიონში წყალმომარაგების აღდგენას ჯერ ვერ ახერხებს

15 იანვარი, 2016 • 2327
GWP გლდანის რაიონში წყალმომარაგების აღდგენას ჯერ ვერ ახერხებს

GWP-ის ინფორმაციით, ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, რომელიც გუშინ საღამოს დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მაგისტრალურ მილამდე მისასვლელი გზა დაჭაობებულია ხევიდან ჩამდინარე წყლებით, მეორე მხრივ კი, წყლის მაგისტრალის სიახლოვეს ასევე გადის ფოლადის სხვა კომუნიკაციებიც.

კომპანიის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონში წყალმომარაგება გუშინ, საღამოს 10 საათიდან შეწყვეტილი აქვს:

გლდანის „ა“, I, II, III, IV და თემქის IV მ/რაიონებს, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებულ ორგანიზაციებს, ანდრონიკაშვილის მე-2 და მე-3 შესახვევებს, შეშელიძის, ბარისახოს, ჭრებალოს, ერწოს, ხეჩუაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების აღდგენამდე ჩამოთვლილ უბნებს სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით მიაწვდის. კომპანია ამ დროისათვის ვერ ასახელებს, როდის აღუდგება წყალმომარაგება აღნიშნულ უბნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი