ნეტგაზეთი | როგორ იქნება ამ ზამთარს ჩვენი საქმე როგორ იქნება ამ ზამთარს ჩვენი საქმე – Netgazeti
RU | GE  

როგორ იქნება ამ ზამთარს ჩვენი საქმე

ის, რასაც ვერ გაექცევი,  ზამთარში გაზრდილი კომუნალური და გათბობისთვის გაღებული ზედმეტი ხარჯებია. თუ ზაფხულში გათბობის ბუნებრივი საშუალება მზე იყო, დღეს მისი შემცვლელი გაზის ან ელექტროენერგიის გამათბობელია. ასევე, შესაძლოა, იყოს ბუხარი ან შეშის “ფეჩი”, 90-ანი წლებიდან შემორჩენილი ნავთის გამათბობელი, ე.წ. „კერასინკა“, ან ყველაზე იაფფასიანი საშუალება – თბილად ჩაცმა.

ის, რასაც ვერ გაექცევი, ზამთარში გაზრდილი კომუნალური და გათბობისთვის გაღებული ზედმეტი ხარჯებია. თუ ზაფხულში გათბობის ბუნებრივი საშუალება მზე იყო, დღეს მისი შემცვლელი გაზის ან ელექტროენერგიის გამათბობელია. ასევე, შესაძლოა, იყოს ბუხარი ან შეშის “ფეჩი”, 90-ანი წლებიადან შემორჩენილი ნავთის გამათბობელი, ე.წ. „კერასინკა“, ან ყველაზე იაფფასიანი საშუალება – თბილად ჩაცმა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა უჯდებათ თბილისის მაცხოვრებლებს ზამთრის სეზონზე გათბობა.

მათ, ვინც გათბობის საშუალებები ახლა უნდა შეიძინონ, არჩევანი დიდი აქვთ. ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის რამდენიმე ტიპი არსებობს.

ე.წ. კარმას ტიპის გამათბობელი, რომელიც დაახლოებით 450 ლარი ღირს. ის თავისუფლად ათბობს ერთ დიდ ოთახს (50კვ.მ–მდე), თუმცა რამდენიმეოთახიან ბინაში სითბოს გადანაწილება უჭირს. ამ ტიპის გამათბობელის 24– საათიანი მოხმარების შემთხვევაში, თცეში დაახლოებით 100 ლარი გექნებათ გადასახდელი.

ცენტრალური გათბობის შეძენა და მისი მონტაჟი დაახლოებით ათჯერ უფრო ძვირია, ვიდრე კარმას ტიპის გამათბობელი. თუმცა მისი დახმარებით შესაძლებელია სახლის ყველა ოთახი თანაბარი ტემპერატურით გათბეს. დანახარჯი კი 100 ლარის ფარგლებშია. (+-20ლარი)

ცენტრალური გათბობისთვის საჭირო გამათბობელი ქვაბის, რადიატორების, მილების ფასი 50კვ.მ  ფართის სახლზე 2000 ლარიდან იწყება და 4500 ლარამდე მერყეობს.

ფასის სხვაობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მწარმოებელი ქვეყანა და გათბობის ტიპი.

თბილისში, ძირითადად, ორი ქვეყნის მიერ წარმოებული ქვაბი და რადიატორი იყიდება. თურქული და იტალიური.

კომპანია მაგსთერმში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ 50 კვ.მ ფართობისთვის საკმარისი თურქული წარმოების პროდუქცია 2000 ლარიდან  ღირს, ხოლო იტალიური პროდუქციის მინიმალური ღირებულება  3000 ლარია.

მათ, ვისაც იატაკქვეშა გათბობა სურს, ფასი კიდევ უფრო გაუძვირდება. იტალიური პროდუქტი და იატაკქვეშა გათბობის სისტემის შეძენა ყველაზე ცოტა 3500 + ლარი დაჯდება.

შეძენილი პროდუქციის მონტაჟი კი ცალკე თანხაა. კომპანიებს კონკრეტული თანხის დასახელება უჭირთ. რადგან ამბობენ, რომ ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უხეში ანგარიშით კი 50კვ.მ–ზე ცენტრალური გათბობის მონტაჟის ღირებულება 400-500 ლარამდე მერყეობს.

ბუნებრივი აირის გარდა, გათბობა მზის ენერგიითად შეიძლება.  გათბობის სისტემაზე ჰელიო სისტემის მიერთებით პანელები მზის ენერგიას გამოიმუშავებენ.

კომპანია თერმ არსენალის წარმომადგენელი ამბობს, რომ  ამ ტიპის გათბობა დანახარჯს ბუნებრივ აირზე ზაფხულში 75%–ით ამცირებს, ხოლო ზამთარში– დაახლოებით 30 %–ით.

ბიომასის ღუმელი, ცხოველური ნარჩენების (ნაკელი) ფეჩია, რომელიც წვის შედეგადად გამოიმუშავებს ენერგიას.

ბიომასის ღუმელი საკმაოდ ძვირადღირებულია. მისი მინიმალური ღირებულება 3000 ლარია.

ელექტროენერგიაზე მომუშავე ზეთის ოთახის გამათბობელი საშუალოდ 115 ლარი ღირს(2,4 კილოვატი სიმძლავრის). კედელზე მისამაგრებელი ოთახის გამათბობელი (1კვ) 119 ლარი დაგიჯდებათ.

თუ ერთკილოვატიანი გამათბობელი ოთახში 24 საათის მანძილზე გექნებათ ჩართული, ელექტროენერგიაში თვეში 122 ლარის გადახდა მოგიწევთ, მხოლოდ გამათბობელზე დახარჯული კილოვატებისთვის.

გათბობის კიდევ ერთი საშუალება კონდიციონერია. კონდიციონერის ფასი 700 ლარიდან იწყება და 1600 ლარამდე მერყეობს. ყველა სხვა ზემოთჩამოთვლილი გათბობის საშუალებებისგან განსხვავებით, მას ერთი პლიუსი აქვს. კონდიციონერით შეგიძლიათ ზაფხულში გაგრილდეთ, ზამთარში კი გათბეთ. მაგრამ მისი მინუსი, სპეციალისტების აზრით, ის არის, რომ ზამთრის ყინვებთან გამკლავება უჭირს.

მიუხედავად იმისა, რომ მოხმარებისთვის ნაკლებად კომფორტულია შეშის “ფეჩი”, ის მაინც არ ღირს იაფი.

თუკი გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისის კორპუსებში მრავლად შეამჩნევდით გამურულ ადგილებს და პატარა ფანჯრიდან გამომავალ ბოლს, დღეს ეს სანახაობა იშვიათი გახდა.

თუმცა ხალხის ნაწილი გათბობის საშუალებად ისევ შეშის ღუმელს მოიხმარს.

ეს არც თუ იაფფასიანი საშუალებაა. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ  50 კვ.მ ოთახის გასათბობად თვეში საშუალოდ 1,5 კუბური მეტრი შეშა ჭირდებათ.

1 კუბური შეშის ფასი დაახლოებით 80 ლარია.

გათბობის ყველაზე იაფი საშუალება შალის წინდები და თბილი ადიალაა. მისი გამოყენების შემთხვევაში თანხას მნიშვნელოვნად დაზოგავთ. ხოლო თუკი ზამთარმაც 


 

გაამართლა, დანაზოგს ზედმეტი დისკომფორტის ხარჯზე გააკეთებთ.

ნიკოლოზი, 28 წლის, ზამთრის სიცივეებს მიჩვეულია. ის, როგორც წესი, თბილად ჩაცმით აღწევს თავს ზამთრის ცივ საღამოებს.

„ძირითადად, არაფერს ვრთავ, მაგრამ მახსოვს, ძალიან რომ აცივდა შარშან, იმ დღეებში ჩავრთეთ გამათბობელი. მივეჩვიე, თუ ძალიან არ აცივდა, არც გამიჭირდება“.

უახლოეს ექვსი დღის პროგნოზით საქართველოში ყინვა არ იქნება.

 

p.s. როგორ იქნება ამ ზამთარს ჩემი საქმე?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე