თბილისში, 4 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მიზეზი.

ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ მისმა ადვოკატმა,  “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმზღვანელმა თამტა მიქელაზემ გაავრცელა:

“დაახლოებით ნახევარი საათის წინ [დაახლოებით 23.00 საათზე] , საკუთარ სახლში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. დაკავების მიზეზი და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე ჩვენთვის, როგორც მისი ადვოკატებისთვის, უცნობია”.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დაადასტურეს ჟურნალისტის დაკავება, თუმცა არ განუმარტავთ მიზეზი. შსს-ს ასევე აცხადებს, რომ სადიგოვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციას. ამის შესახებ სადიგოვის ცოლმა განაცხადა.

აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს