საზოგადოება

მოსკოვი: რუსეთთან თანამშრომლობაა თბილისის ეკონომიკური წინსვლის მთავარი ფაქტორი

16 თებერვალი, 2026 •
მოსკოვი: რუსეთთან თანამშრომლობაა თბილისის ეკონომიკური წინსვლის მთავარი ფაქტორი

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით მიღებულ შესაძლო ეკონომიკურ სარგებელზე — ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა სამთავრობო მედიასაშუალებასთან, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“ ,— აღნიშნა მან.

„თუმცა ეს ეკონომიკური წარმატება მკვეთრ კონტრასტშია პოლიტიკური დიალოგის არარსებობასთან. შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად უფრო დიდ პროგრესს მიაღწევდნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში“.

გალუზინმა ასევე დაამატა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი კვლავ საქართველოს პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ უბრალოდ გვსურს, თბილისმა იცოდეს, რომ მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ეს ორმხრივ სარგებელს მოიტანს“, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს — 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. მან ასევე წარმოადგინა კონკრეტული მონაცემები ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე წილის შესახებ:

მან ასევე წარმოადგინა კონკრეტული მონაცემები, საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის რა ნაწილი ხვდება რუსულ ბაზარზე. ამით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი იქცასაქართველოში წარმოებული პროდუქციის მთავარ ბაზრდ:

პროდუქცია  წილი რუსულ ბაზარზე
ქართული ღვინო 2/3 იყიდება რუსულ ბაზარზე
ალკოჰოლური სასმელები 50%-ზე მეტი
მინერალური წყალი 40%
ხილი 90%

„თავის მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლისა და ნავთობის მთავარი მიმწოდებელია. ანალოგიური ვითარებაა ტურიზმის სექტორშიც, რომელიც საქართველოსთვის საკვანძო ინდუსტრიაა — თითქმის ყოველი მეოთხე ტურისტი ჩვენი ქვეყნიდანაა“, — აღნიშნა გალუზინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი