ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავზე თბილისში, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე მისი მხარდამჭერი მარში გაიმართა.
თაკო ხელაძე და გოტა ჭანტურია. მარში მზიას თავისუფლებისთვის. 12 იანვარი, 2026. თბილისი, საქართველო. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
მარში მზიას თავისუფლებისთვის. 12 იანვარი, 2026. თბილისი, საქართველო. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
მარში მზიას თავისუფლებისთვის. 12 იანვარი, 2026. თბილისი, საქართველო. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
მარში მზიას თავისუფლებისთვის. 12 იანვარი, 2026. თბილისი, საქართველო. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
მარში მზიას თავისუფლებისთვის. 12 იანვარი, 2026. თბილისი, საქართველო. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
 მარშზე მზია ამაღლობელის გზავნილი მისმა ძმისშვილმა, მანანა ამაღლობელმა გაახმიანა, რომელმაც 12 იანვარს მოინახულა მზია ციხეში:
”მისი (მზია ამაღლობელის) გზავნილია, რომ ეს არ უნდა იყოს მარტო მისი აქცია და ყველა პოლიტპატიმრის მხარდამჭერი აქცია უნდა იყოს და რეალურად ასეც არის. რაც შეეხება მოლოდინებს, არანაირ მოლოდინებს არ იქმნის თვითონ და არც ჩვენ, იმიტომ, რომ მზია არის უკანონო პატიმარი”.




მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს – პირველად  დააკავეს ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, საშვთა ბიუროს კედელზე საწებავი სტიკერის გაკვრის გამო.   ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით – აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც პროკურატურამ შეაფასა თავდასხმად.

 დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელი  ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.  ეს გადაწყვეტილება  ამზია ამაღლობელმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ამასტან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში და მთავრობას კითხვებიც გაუგზავნა მზია ამაღლობელისთვის წინასწარ პატიმრობის და არასათანადო მოპყრობის საქმეზე.