“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”, “მზია 1 წელია ციხეშია” – ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობლის მხარდასაჭერად რუსთავის ქალთა კოლონიასთან სეთი პლაკატებით შეიკრიბნენ.
“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ერთი წლის წინ, ორჯერ დააკავეს – ჯერ 11 იანვარს, მეორედ კი 12 იანვრის ღამეს. მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დღეს საღამოს რუსთავის ქალთა კოლონიასთან მისი მეგობრები და კოლეგებიც შეიკრიბებიან, 12 იანვარს კი გაიმართება მარში “მზიას თავისუფლებისთვის” – მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.








