დღეს, 16 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
წელს სახაროვის პრემია ორმა ჟურნალისტმა მიიღო – მზია ამაღბობელმა [ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი] და ანდჟეი პოჩობუტიმ, ბელარუსმა ჟურნალისტმა – ორივე მათგანი ამჟამად ციხეშია.
პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
“გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის”, – მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტარებს. მისი სიტყვა სტრასბურგში მისმა წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ წაიკითხა.
მზია ამაღლობელის სიტყვა სრულად:








