საზოგადოება

ნინო დათაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

20 ივნისი, 2025 •
ნინო დათაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სქრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან

უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და გამოტოვებულია ჯარიმის კატეგორია.

სისხლის სამართლის კოდექსით, 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ნინო დათაშვილის მიმართ მანდატურზე თავდახსმის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი