ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლაც დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს დადგენილება მათ 19 ივნისს ჩაბარდათ.
ფონდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
“19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაჰბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად.
მიმდინარე სამართლებრივი დავის, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის შესახებ ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად მოვახდენთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მხარდაჭერას გვიცხადებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
19 ივნისს, მსგავსი დადგენილობა მიიღო სოციალური სამართლიანობიც ცენტრმაც. ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
ამავე თემაზე: