საზოგადოება

წულუკიანის კომისიაზე გახარია დაიბარეს 20 ივნისის საქმეზე

10 აპრილი, 2025 •
წულუკიანის კომისიაზე გახარია დაიბარეს 20 ივნისის საქმეზე

თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას იბარებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს, 10 აპრილს განაცხადა.

წულუკიანის თქმით, გახარია “მოსაბრძანებლად მოწვეულია” 2012-2024 წლებში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ. მან გახარიას მავნებელი უწოდა და დააანონსა, რომ სხვა მოქმედი პოლიტიკოსების დაბარებასაც აპირებენ.

წულუკიანმა დღესვე განაცხადა, რომ აპირებენ, კომისიის მუშაობის დასრულების გადადება ითხოვონ ერთი თვით და ნაცვლად 5 მაისისა, მუშაობას მორჩნენ 5 ივნისს, ხოლო შემაჯამებელი დასკვნა “ოცნების” პარლამენტს წარუდგინონ სექტემბერში.

წულუკიანმა ასევე ღიად განაცხადა, რომ მათი მიზანი კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირებისა და პარტიებისთვის პოლიტიკაში ყოფნის აკრძალვაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს გზით აპირებენ.

გიორგი გახარია ამჟამად ევროპაში იმყოფება, მის პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექსპრემიერს 20 ივნისის საქმეზე იბარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი