საზოგადოება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა

6 იანვარი, 2025 •
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა

კრიტიკის შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

როგორც კაუმამ X-ზე დაწერა, ის საქართველოში ვიზიტისთვის უფრო შესაფერის დროს დაელოდება.

„დისკუსიებისა და გულმოდგინედ განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების შესრულებაში“, — წერს პია კაუმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავდა. ამისთვის ის გააკრიტიკეს ქართველმა პოლიტიკოსების ნაწილმა, ისე უცხოელებმა.

სამი ოპოზიციურმა გაერთიანებამ — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ — პია კაუმას ღია წერილით მიმართა და თქვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ვიზიტის გადადება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს. პია კაუმას მისწერა წერილი მისწერა აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმაც და მოუწოდა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს „ქართულ ოცნებას”. ლატვიელმა ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფული და უდროო“ უწოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასეთ შეუფერებელ დროს ვიზიტი არ დაეხმარება კრიზისის განმუხტვას და მხოლოდ იმ ადამიანების აღშფოთებას გამოიწვევს, რომლებიც 40 დღეა, გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ სვლას თბილისის ქუჩებში აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი