საქართველოს ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, ყოფილი მოსამართლეები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებენ, არ აღიარონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად.
განცხადებას, რომლის ინიციატორები არიან მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ და „კულტურა დემოკრატიისთვის“, ამ დროისთვის 250-მდე ხელმომწერი ჰყავს. ხელმოწერები გრძელდება.
მიმართვაში ნათქვამია:
„საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების გამო.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელ რეგიონში.
ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება — ხანგრძლივი და დრამატული შედეგებით როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათ შორის, აშშ-ის კონგრესისა და სენატში, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. კერძოდ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას:
- ხმის მიცემის, საარჩევნო ოქმების გასაჯაროება
- არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება
- ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.
მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად.
დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე“.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ლანა ღოღობერიძე — საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში და იუნესკოში; საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კინორეჟისორი;
- დავით უსუფაშვილი — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
- დავით ბაქრაძე — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
- გრიგოლ მგალობლიშვილი — საქართველო პრემიერ-მინისტრი;
- მაია კოპალეიშვილი — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- ქეთევან ერემაძე — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- ნინო ბაქაქური — საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
- ბესარიონ ალავიძე — საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- თეიმურაზ თოდრია — საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის ყოფილი თავჯდომარე;
- თედო ჯაფარიძე — საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი;
- გელა ბეჟუაშვილი — საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი;
- თორნიკე გორდაძე — ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
- ალექსი პეტრიაშვილი — ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
- უჩა ნანუაშვილი — ყოფილი სახალხო დამცველი;
- ვალერი ჩეჩელაშვილი — საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ელჩი უკრაინასა და მოლდოვაში, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში;
- გიგი უგულავა — თბილისის ყოფილი მერი;
- ნოდარ ხარშილაძე — ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს სტრატგეიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი;
- ნინო კალანდაძე — საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
- გიორგი ბადრიძე — საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში;
- სოფიო ხუნწარია — ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
- გოგი ალექსი-მესხიშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის მფლობელი, შოთა რუსთაველის პრემიის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აშშ-ის დართმუდის კოლეჯის პროფესორი;
- ნინო ქათამაძე — მუსიკოსი;
- ნანა ჯორჯაძე — კინორეჟისორი;
- პაატა ციკოლია — დრამის რეჟისორი, დრამატურგი;
- ნუცა ალექსი-მესხიშვილი — კინო-რეჟისორი;
- მაია გელოვანი — მსახიობი, ტელეწამყვანი;
- ნიკა მაჩაიძე — მუსიკოსი;
- კახა კინწურაშვილი — მსახიობი;
- გიორგი თავართქილაძე — რეჟისორი;
- მამუკა ცუცქირიძე — მხატვარი, ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელი;
- გაგა ჩხეიძე — გერმანისტი, კულტურის მენეჯერი;
- ნინო კირთაძე — კინორეჟისორი;
- ნანა ექვთიმიშვილი — კინორეჟისორი, მწერალი;
- ხათუნა ლაგაზიძე — „აირჩიე ევროპის“ თავმჯდომარე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში;
- ლაშა ძებისაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
- გიორგი რუხაძე – აირჩიე ევროპა ს დამფუძნებელი. GSAC-ის დამფუძნებელი;
- ვიქტორ ყიფიანი – „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე;
- ბექა კობახიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- გიორგი ანთაძე — „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი
- ზურაბ ბატიაშვილი — ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი;
- ზაზა ბიბილაშვილი — ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე;
- დავით ბრაგვაძე — ისტორიკოსი, უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი;
- გიორგი თარგამაძე — ჟურნალისტი, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
- დავით დვალი — ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის დამფუძნებელი;
- ნინო ჯანგირაშვილი — ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი;
- თეო გილიგაშვილი — „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი;
- ვიკა ბუკია — ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ტვ პირველი“;
- თეა ადეიშვილი — ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“;
- ნათია გოგსაძე — ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“;
- ლიკა ბასილაია-შავგულიძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;
- ეკატერინე მიშველაძე — ტვ „პირველის“ წამყვანი;
- თენგიზ გოგოტიშვილი — ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“;
- ირაკლი ტაბლიაშვილი — ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ფორმულა“;
- შალვა (შავლეგო) გეგეჭკორი — ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- რევაზ კიკნაძე — ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორი;
- ნანა შარიქაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახ. კონსერვატორიის ყოფილი რექტორი;
- ვილი პაჭკორია — საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
- ბიძინა კულუმბეგოვი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალერგოლოგ/იმუნოლოგი;
- თემურ პაპასკირი — თსუ პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი;
- იაგო კაჭკაჭიშვილი — სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ლევან გორდეზიანი — თსუ პროფესორი;
- ცირა ელისაშვილი —კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, პროფესორი;
- ნინო დოლიძე — სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- რევაზ აფხაზავა — განათლების სპეციალისტი;
- სიმონ ჯანაშია — განათლების სპეციალისტი;
- სერგო რატიანი — ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;
- სოფიო კილასონია — კულტურის კვლევების დოქტორი, ილიას უნივერსიტეტი;
- გიორგი ჭანტურია — განათლების სპეციალისტი;
- თამარ ცოფურაშვილი — პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
- დავით ყოლბაია — ისტორიკოსი, ორიენტალისტი, ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი;
- ნანა მეფარიშვილი — არქიტექტორი, კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- ლელა ჩახაია — განათლების მკვლევარი;
- სოფო ჟვანია — ქართული ენის ლექტორი, ვარშავის უნივერსიტეტი;
- სალომე ცისკარიშვილი — ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუზეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ნინო ჭიაბრიშვილი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- მეგი კავთუაშვილი — ააიპ „მშობლები განათლებისთვის”;
- შალვა ტაბატაძე — პროფესორი;
- ნინო დავითაია — ფინანსისტი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი, სადაზღვევო კომპანია „ავტოგრაფი“;
- ნიკოლოზ სიმონიშვილი — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი;
- ლუკა ჭოხონელიძე — ახალგაზრდული მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი;
- ნიკო მანაგაძე — სტუდენტური მოძრაობის „თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი;
- თამაზ ელიზბარაშვილი — ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებების დამცველი;
- თინა მამულაშვილი — გამომცემელი, სულაკაურის გამომცემლობა;
- სოფიო გოგოხია — სსიპ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი;
- თორნიკე ბარათაშვილი — „ევროპა ჩვენი სახლია“, ქუთაისი;
- დავით ქაცარავა — ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი;
- დათო გოჩავა — პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი;
- თამარ მექვაბიშვილი — ჟურნალისტი, სამოქალაქო პლატფორმა „წინაპრების“ და ჯგუფ 26-ის დამფუძნებელი;
- ნინო ორდენიძე — სამოქალაქო აქტივისტი, შშმ პირთა უფლებადამცველი;
- ციალა ქათამიძე — სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერი, ბათუმი;
- ლევან ჩხეიძე — ადვოკატი;
- ლევან ბუთხუზი — ბიოლოგი;
- ირმა ზოიძე — საგამოძიებო ფილმების სტუდია REC, ბათუმი;
- კოტე სულაბერიძე — მხატვარი;
- ნინო ჭილაშვილი — მხატვარი;
- ანა გურგენიძე — მხატვარი, კურატორი;
- ლაშა ბუღაძე — მწერალი;
- ანა რიაბოშენკო — ხელოვანი, კულტურის მენეჯერი;
- ნატა ფერაძე — სამოქალაქო აქტივისტი;
- თეკლა მაჭავარიანი — კინოპროდიუსერი;
- ანა ძიაპშიპა — კინორეჟისორი, პროდიუსერი
- ქეთი მაჭავარიანი — კინორეჟისორი;
- სალომე ჯაში — კინორეჟისორი;
- ლევან აბდუშელიშვილი — კინომცოდნე;
- ნინო ჯინჭარაძე — პროდიუსერი;
- უტა ბერია — რეჟისორი;
- გიორგი თავართქილაძე — კინორეჟისორი;
- ილია მახარაძე — ხელოვანი, კურატორი;
- თამარ ჟვანია — მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
- ნინო ჟვანია — მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
- ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) — მწერალი;
- მანანა თევზაძე — კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი;
- არჩილ გიორგობიანი, მუსიკოსი;
- დავით შუღლიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი;
- თეონა ჯაფარიძე — ხელოვნების მკვლევარი/კურატორი;
- ოთარ ბერძენიშვილი — საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი;
- ბესო სოლომონაშვილი — მწერალი, რეჟისორი;
- თამარ შავგულიძე — კინორეჟისორი;
- გიორგი შველიძე — ოპერატორი;
- დიანა მაღლაკელიძე — კინომცოდნე;
- ნინო კუხალაშვილი — იურისტი;
- ანა ხაზარაძე — პროდიუსერი, „1991 ფროდაქშენს“
- თეა ბახტაძე — მუსიკოსი;
- გიორგი სავანელი — რეჟისორი, დრამატურგი;
- ქრისტინე დარჩია — ხელოვნებათმცოდნე;
- მარიამ ჭაჭია — დოკუმენტური კინოს რეჟისორი/პროდიუსერი;
- მარიამ ჩუბინიძე — ჟურნალისტი, მარკეტოლოგი;
- ია ბახტაძე — ხელოვანი;
- ლანა ღვინჯილია — „პოპულუს რეის” დირექტორი;
- ნატო სლეპაკოვა — თარჯიმანი, თავისუფლების მოედანი;
- დავით ცვარიანი — მუზეოლოგი, კომპოზიტორი;
- ანა გელაშვილი — სამოქალაქო აქტივისტი (ააიპ „ლომეკის“ დამფუძნებელი და დირექტორი);
- ნინო კასრაძე — მსახიობი;
- ნათია ბუკია — გალერისტი, „არტბითი“;
- ნინო ყვავილაშვილი — მხატვარი;
- ლალი პერტენავა — ხელოვნებათმცოდნე, კურატორი;
- მაია პატარიძე — ნუმიზმატი, ილიას უნივერსიტეტი;
- ანა შაშიაშვილი — ხელოვნების ისტორიკოსი;
- ნატო ალხაზიშვილი — გამომცემელი, გამომცემლობა „ზიარი“;
- მარიამ კვიციანი — გამომცემელი, გამომცემლობა „მედუზა”;
- ანა ყიასაშვილი — გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”;
- ზვიად კვარაცხელია — მწერალი, გამომცემელი, ჟურნალი „ქართული მწერლობა“;
- ლაშა ბერაია — გამომცემელი;
- მაკა კასრაძე — გამომცემელი, გამომცემლობა „ზებრა გრუპი“;
- მაია კუდავა — გამომცემელი, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- გვანცა ჯობავა — გამომცემელი;
- ვასილ გულეური — საბავშვო მწერალი, მთარგმნელი;
- მარიამ კიკაჩეიშვილი — წიგნის მაღაზია „წიგნები ვაკეში”;
- ლევან ღოლოძე — წიგნის მაღაზია „წიგნები ვაკეში”;
- თამარ ბულია — მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
- სოფიკო ბაბალაშვილი — აქტივისტი;
- თამარ გუგულაშვილი — ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი მრჩეველი;
- თამარ სიხარულიძე — ხელოვნებათმცოდნე;
- ხათუნა გოგალაძე — ასოციაცია „ბიო”;
- მაია ადუაშვილი — ემიგრანტი, Promote Georgia, ამსტერდამი.
- მარიამ ნოზაძე — პოლიტიკური მრჩეველი, ბრიუსელი;
- ეკატერინე კერესელიძე — ემიგრანტი, ბელგიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს თანადამფუძნებელი, ბელგიის სააპელაციო სასამართლოს (უცხოელთა სასამართლო საბჭოს) თანამშრომელი;
- თენგიზ ჩაჩავა — დამსახურებული არტისტი, პროფესორი;
- ნუგზარ სადიკოვი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ანა კინწურაშვილი, მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- მანანა გრიგოლავა — მასწავლებელი;
- ნინო ტყებუჩავა — მასწავლებელი;
- ქეთინო მერებაშვილი — გეოგრაფიის მასწავლებელი;
- გიტა თვალაბეიშვილი — მასწავლებელი;
- მანუშაკ მკრტიჩიანი — მასწავლებელი;
- გიორგი ლიპარიშვილი — მასწავლებელი;
- მზია იაკობაძე (კახაძე) — მასწავლებელი;
- ნათია უჩავა — მასწავლებელი;
- მანანა მიქავა — ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი;
- მაკა ბიბილეიშვილი — სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნათელა დავითაია — ისტორიის მასწავლებელი;
- ნათია ნაფეტვარიძე — მასწავლებელი, გამომცემელი;
- ეკატერინე წულუკიძე — ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- გიორგი დუდუჩავა — მასწავლებელი;
- თამარ ბაქრაძე — მასწავლებელი;
- ლაურა გოტიაშვილი — მასწავლებელი;
- ქეთევან სეფიაშვილი — მასწავლებელი;
- თამარ ბაუჟაძე — მასწავლებელი;
- ხათუნა გელოვანი — მასწავლებელი;
- რუსიკო კობახიძე — მასწავლებელი;
- დავით პაიჭაძე — მასწავლებელი;
- მაკა ჭიაბერაშვილი — მასწავლებელი;
- მარიამ ჩიკვაიძე — მასწავლებელი;
- შორენა ბერელიძე — მასწავლებელი;
- ნატალია კეჭაყმაძე — მასწავლებელი;
- სოფია ქუხილავა — მასწავლებელი;
- სოფო ასათიანი — მასწავლებელი;
- დარეჯან თოდუა — მასწავლებელი;
- ნინო წიკლაური, მასწავლებელი;
- მარიამ ქებურია — ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- თამარ ცანავა — მასწავლებელი;
- ეკატერინე ჩიქოვანი — მასწავლებელი;
- მარინე ბობოხია — მასწავლებელი;
- თინიკო ზარდიაშვილი — მასწავლებელი;
- თემო სუყაშვილი — მასწავლებელი;
- ბაკურ ხიჯაკაძე — მასწავლებელი;
- თამარ ხუციშვილი — მასწავლებელი;
- ლალი მარგიანი — მასწავლებელი;
- მიმოზა ღოლიჯაშვილი — მასწავლებელი;
- სალომე ფურცხვანიძე — მასწავლებელი;
- ნინო ივანიაძე — მასწავლებელი;
- ნანა მგალობლიშვილი — მასწავლებელი;
- შორენა ტაბატაძე — მასწავლებელი;
- ნინო ფსუტური — მასწავლებელი;
- ეკა ხუციბერიძე — მასწავლებელი;
- ნათია ახვლედიანი — მასწავლებელი;
- მაია მენაბდე — მასწავლებელი;
- ხათუნა ნოზაძე — მასწავლებელი;
- მარინა ხარიტონაშვილი — მასწავლებელი;
- ნინო ნიპარიშვილი — მასწავლებელი;
- თეონა ბექიშვილი — თსუ, პედაგოგი, ლიტერატორი;
- თამარ ყალიჩავა — ინგლისური ენის პედაგოგი
ორგანიზაციები:
212. ჯგუფი „დაიტოვე“
213. ჯგუფი „წინაპრები“
214. ჯგუფი 26
215. ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” “Culture For Democracy”
216. მაისის მოძრაობა
217. განათლების პოლიტიკის ცენტრი
218. სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა”
219. საქართველოს კინოს ინსტიტუტი
220. საქართველოს პენ ცენტრი
221. ააიპ ICOM საქართველო
222. ააიპ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
223. ფილმწარმოების კომპანია კინო ელვა /Kino Elva
224. ააიპ “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
225. ააიპ “ქართული სახლი”
226. ყაზბეგში დაფუძნებული – ააიპ ლომეკი
227. ააიპ “ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი”
228. კინოწარმოების კომპანია ოპიოდოკი
229. „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“
230. საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“
231. კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
232. ჟურნალი „ქართული მწერლობა“
233. გამომცემლობა „ინტელექტი“
234. გამომცემლობა „ზიარი“
235. გამომცემლობა „მედუზა“
236. გამომცემლობა „ზებრა გრუპი“
237. საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი
238. დოკუმენტური კინოს აასოციაცია / Documentary Association Georgia
239. განათლების პროფესიული კავშირი
240. ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა
241. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
242. დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა
243. საჯარო უწყებათა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა
244. საქართველოს განვითარების ფონდი ქადაგი
245. ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის
246. საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია
247. სამოქალაქო ერთობა