“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ 10 საათის მდგომარეობით მათმა დამკვირვებლებმა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა აღწერეს- ახმეტაში (მე-17), ჩუღურეთში (მე-3 უბანი) და ტყიბულში (1-ლი უბანი).

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ერთ შემთხვევაში დააფიქსირეს თანხის ოდენობაც და ეს შეადგენდა 100 ლარს. მისივე თქმით, ამ დროისთვის სამართლიან არჩევნებს 10-მდე საჩივარი აქვს დაწერილი. მან გამოკვეთა ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც ამ დროისთვის სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა.

  • უბნების მხოლოდ 75% გაიხსნა დროულად
  • “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები არ შეუშვეს 2 სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში
  • უბნების გარეთ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება
  • მოსყიდვის 3 შემთხვევა
  • ზოგიერთ უბანზე რეგისტრატორის მაგიდები კედლებთან ისეა ახლოს დგას, რომ დამკვირვებელს უჭირს დააკვირდეს და აღკვეთოს კარუსელის პოტენციური მცდელობები
  • ზოგიერთ ამომრჩეველს ერთდროულად გადასცეს 2 ბიულეტენი