საზოგადოება

ნუ გაათხოვებ – ადრეული ქორწინების წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართება

20 ნოემბერი, 2015 • 3025
ნუ გაათხოვებ – ადრეული ქორწინების წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართება

როგორც დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს. მათი განცხადებით, ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.


ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ, რომლებიც წყვეტენ სწავლას და ვერ ეუფლებიან პროფესიას. მათი ცნობით, საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა, რომლებიც მზად არ არიან ორსულობისთვის და ამ ასაკში მშობიარობის დროს მაღალია სიკვდილიანობა.

 

 

 

“ბავშვები თამაშობენ. ბავშვები სწავლობენ. ზოგჯერ ბავშვები ნაადრევად ქორწინდებიან უფროსებზე. საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ. გოგონები გათხოვების შემდეგ წყვეტენ სწავლას. მათ არ აქვთ პროფესია და კარიერა. საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. გოგონები მზად არ არიან ორსულობისთვის. არასრულწლოვნებში მაღალია დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა. ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ!”


ქალთა მოძრაობის განცხადებით, საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.


“საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად, სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


მასალების გადაბეჭდვის წესი