აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ თუ სადავო კანონპროექტი არ შეიცვლება და დარჩება იმ ფორმით, როგორც ახლა მიიღეს, აშშ-დან იქნება შესაბამისი რეაქცია.
„თუკი ეს კანონი დარჩება ისე, როგორც ეს დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რა თქმა უნდა, აშშ-დან იქნება გარკვეული შეზღუდვები. პირველ რიგში, ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარესა და მოგზაურობას კონკრეტული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე,“ — თქვა ობრაიენმა, რომელიც დღეს, 14 მაისს, თბილისს ეწვია.
ობრაიენი შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს.
ამავე თემაზე:
რუსული კანონი, ივანიშვილის კონსპირაციები — რა საკითხები განიხილა ო’ბრაიენმა საქართველოში