ახალი ამბებისაზოგადოება

ანტირუსული აქცია რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კაცელარიასთან გადაინაცვლებს

17 აპრილი, 2024 • 658
ანტირუსული აქცია რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კაცელარიასთან გადაინაცვლებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიდმინარე მრავალათასიანი ანტირუსული აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის გაუქმებაა, გადაინაცვლებს მთავრობის კანცელარიასთან.

ამის შესახებ აქციაზე ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ განაცხადეს.

„ჩვენთან ერთად მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად, წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს“, — მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა დაკავებულთა გათავისუფლება და რუსული კანონის უკან გაწვევაა.

საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, დღეს, 17 აპრილს, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი