საზოგადოება

„კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ — აშშ რუსულ კანონზე

5 აპრილი, 2024 •
„კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ — აშშ რუსულ კანონზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მკაფიოდ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც სურს, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი „რუსული კანონი“ კვლავ დააბრუნოს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს,“ — წერს მეთი მილერი. მისი განცხადების თარგმანს აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.


  • „ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
  • ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი