საზოგადოება

მგზავრებს შორის ჩხუბის გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში დაეშვა

4 მარტი, 2024 • 17050
მგზავრებს შორის ჩხუბის გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში დაეშვა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი საგანგებოდ დაეშვა რუმინეთში. როგორც „ნეტგაზეთს“ რეისის ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ნეტგაზეთის“ წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და ბელორუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.

„ნეტგაზეთი“ ინფორმაციის გადამოწმებას ავიაკომპანიიასთან ცდილობს. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე მოგაწვდით.

შესწორება: თავდაპირველად ნიუსში ეწერა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის მოქალაქესთან იჩხუბეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი