საზოგადოება

ინტერნეტის რეაქცია ტაკერ კარლსონი/პუტინის ინტერვიუზე

9 თებერვალი, 2024 • 3126
ინტერნეტის რეაქცია ტაკერ კარლსონი/პუტინის ინტერვიუზე

ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუმ ინტერნეტის მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია – თავად ინტერვიუს და მასში ნათქვამის განხილვის ნაცვლად, მომხმარებლებმა მიმების შექმნა დაიწყეს.

ამის მიზეზი გახდა თავად ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ორსაათიანი ინტერვიუს მეოთხედი – ნახევარი საათი, კარლსონისთვის ისტორიის ლექციის ჩატარებას დაუთმო. როცა ჰკითხეს, თუ რატომ შეიჭრა უკრაინაში, პუტინმა „30-წამიანი ისტორიული ექსკურსის“ საჭიროება ახსენა, თუმცა დღევანდელი ომის მიზეზებზე საუბარი 862 წლიდან დაიწყო.

მიუხედავად კარლსონის გაკვირვებისა და არაერთი მცდელობისა, სხვა თემაზე გადასულიყო, პუტინი ისტორიის მოყოლას მაინც აგრძელებდა. ახალი რუსეთის პრეზიდენტს თითქმის არაფერი უთქვამს – მან კვლავაც გაიმეორა მითი, თითქოს უკრაინა ბოლშევიკების შექმნილი სახელმწიფოა, თუმცა ამჯერად ამაში არა ვლადიმერ ლენინი, არამედ იოსებ სტალინი დაადანაშაულა.

„ნეტგაზეთმა“ ამ თემაზე საუკეთესო მიმები შეარჩია:

კარლსონი: რამ გამოიწვია ომი და რატომ ნატომ?

პუტინი: 862 წელს ნოვგოროდელებმა მიიწვიეს ვარიაგი პრინცი…

კარლსონი: და ნატო? გთხოვთ, ახსენეთ ნატო

პუტინი: მოდით, გავიხსენოთ იაროსლავ ბრძენი, რომელსაც ერთხელ უკრაინელი კუდიანი ესიზმრა…

კარლსონი: გთხოვთ, თანამედროვე სამყაროზე ისაუბრეთ…

პუტინი: ესე იგი, 1019 წელს იაროსლავ ბრძენი რუსეთის დიდი მთავარი გახდა…

„მთვრალი მე ვუსმენ ტაქსისტს, რომელიც ჰყვება, რატომ ძვირდება საწვავი და რა შუაშია ამერიკის მასონთა ლოჟა“

„ჯიგარო, არ იდარდო, დღეს პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებ“

> მე ერთი ბოთლი რომის შემდეგ

კარლსონი: რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში?

პუტინი: ნება მიბოძეთ, ცოტათი ისტორია ავხსნა…

კარლსონი: კი ბატონო

პუტინი: ძველი წელთაღრიცხვით 4753 წელს უკრაინაში ქარიშხალი იყო. მეფე ბატაჰკლანი ბაზარში ცხენიდან ჩამოდიოდა, რათა ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ცოტა საჭმელი და ნაძვები ეყიდა…

– ბატონო პუტინო, რატომ შეიჭერით უკრაინაში?

– ოთხი მილიარდი წლის წინ, დედამიწა გაგრილების ფაზაში იყო…

სარეკლამო განცხადება: გაკვეთილის ღირებულება 3000 რუბლი, ისტორიის რეპეტიტორი ვლადიმერი

– გთხოვ, უბრალოდ კითხვას გაეცი პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი