საზოგადოება

ბექა ვარდოსანიძემ სუსი 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა

31 იანვარი, 2024 • 3159
ბექა ვარდოსანიძემ სუსი 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა

ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ დაახლოებით 11-საათიანი გამოკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა.

გამოკითხვის შემდეგ ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახურში მის თვალწინ გაიხსნა მისი ელექტრონული ფოსტა.

„ინტერნეტმა გვაწამა, ცუდი სიხშირე იყო და მაგის გამო გაგვეწელა დრო“, — განაცხადა ვარდოსანიძემ გამოკითხვის შემდეგ.

ბექა ვარდოსანიძის თქმით, ტექნიკა ჩამორთმეული აქვს და ამ ეტაპზე ვერ გააგრძელებს მაუწყებლობას. ის უარყოფს მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას.

„ცოტა არ იყოს, სახუმაროა, რომ ჩემი სამუშაო ფოსტიდან გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე, გიჟი უნდა ვიყო…“, — განაცხადა ვარდოსანიძემ.

ულტრამემარჯვენე ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 31 იანვარს, დილის საათებში გადაიყვანეს. ვარდოსანიძის სახლიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარეობს. ტელეკომპანია „იმედმა“ გაასაჯაროვა მეილი, რომელიც, მათი განცხადებით, ბექა ვარდოსანიძის სახელით მიიღეს რამდენიმე კვირის წინ.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს, ის კი სუსში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

სუსი განმარტავს, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ბექა ვარდოსანიძის სახლში

„იმედი“ ასაჯაროებს წერილს, რომელიც, მათი თქმით, ბექა ვარდოსანიძის სახელით მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი