საზოგადოება

იმედი: პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს კობახიძე შეცვლის

29 იანვარი, 2024 • 1787
იმედი: პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს კობახიძე შეცვლის

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

იმავე ინფორმაციას დილიდან ავრცელებს ტვ პირველიც.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ამ ცნობას “სპეკულაციას” უწოდებს და კომენტარისგან თავს იკავებს.

ცნობები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი