საზოგადოება

ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუყვა, რა უთხრა ორბანს არგენტინაში შეხვედრისას

14 დეკემბერი, 2023 • 20084
ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუყვა, რა უთხრა ორბანს არგენტინაში შეხვედრისას

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინაში შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სთხოვა დაესახელებინა ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირის წევრი. ზელენსკის განცხადებები ამ საკითხზე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

“ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, გვჭირდება კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რადგან მეზობლები ვართ, საერთო საზღვრები გვაქვს და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ.

მე წამოვჭერი მასთან ეს საკითხი, რომ გვჭირდება საუბარი, პრობლემების გადაჭრა. მე ვაჩვენე მას, რომ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ.

მეორე. მე ვფიქრობ, მართალი ვარ, როცა ამას ვამბობ, რომ მისთვის ნათელი გავხადე: უნგრეთს არ აქვს მიზეზი უკრაინის დასაბლოკად ევროკავშირს წევრობის გზაზე. მე ვთხოვე მას, დაესახელებინა მხოლოდ ერთი მიზეზი [რატომ უნდა დაბლოკოს უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრება], არა სამი, არა ხუთი, არა ათი, და პასუხს ველოდები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტ ზელენსკისა და ორბანს შორის მოკლე საუბარი არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე შედგა, რომელსაც ორივე მათგანი ესწრებოდა. ზელენსკის თქმით, ეს საუბარი იმდენად იყო გულწრფელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი