საზოგადოება

სააკაშვილი „გირჩთან“ ერთობის საფუძვლებზე საუბრობს

22 ნოემბერი, 2023 • 1294
სააკაშვილი „გირჩთან“ ერთობის საფუძვლებზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „გირჩთან“ იდეური ერთობის საფუძვლებზე საუბრობს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი არსებობის მანძილზე გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობდა და ამ კონტექსტში პარტია „გირჩზე” ლაპარაკობს.

ამის შესახებ ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავსა და უკრაინის მაიდანის დაწყებიდან 10 წლისთავზე წერს.

სხვა პარტიებთან გადაკვეთის წერტილებზე საუბრისას სააკაშვილი პარტია „გირჩს“ ახსენებს და ამბობს, რომ რამდენიმე საკითხზე მათი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, რაც შესაძლოა იდეური ერთობის საფუძველი იყოს.

„ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“. ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას. ამიტომ ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია – ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე – ოლიგარქია.

ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება. საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია“, – წერს სააკაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი