საზოგადოება

“ოცნება” არ დაესწრო და ხმა არ მისცა PACE-ს რეზოლუციას პუტინის წინააღმდეგ

15 ოქტომბერი, 2023 • 1074
“ოცნება” არ დაესწრო და ხმა არ მისცა PACE-ს რეზოლუციას პუტინის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები PACE-ში არ დაესწრნენ და შესაბამისად მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობას 2024 წლის შემდეგ არალეგიტიმურად აცხადებს.

PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა, რომლის წევრებიც ქართველი დპუტატებიც არიან. მმართველი პარტიის წევრები შესაბამის სხდომას საერთოდ არ დაესწრნენ. რეზოლუციას საქართველოდან მხარი ოპოზიციონერმა ქეთევან თურაზაშვილმა (“მოქალაქეები”) დაუჭირა.

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დელეგაციები მონაწილეობენ სხვადასხვა შემადგენლობით. ამ ჯერზე, საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეობდა მხოლოდ ქალბატონი ქეთევან თურაზაშვილი, ჩვენი სხვა წევრები იმყოფებოდნენ თბილისში, ზოგიერთი მათგანი იმყოფება პოლონეთში, აკვირდება არჩევნებს, მანამდე იმყოფებოდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება რეზოლუციას, ტექსტში ნათქვამია, რომ პუტინის 23-წლიანმა მმართველობამ რუსეთი დე ფაქტო დიქტატორად აქცია, რაც მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნის. PACE მოწუოდებს წევრ ქვეყნებს, არ აღიარონ პუტინის ლეგიტიმაცია, თუ ის კიდევ ერთხელ გახდება რუსეთის პრეზიდენტი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების წყალობით.

“ოცნება” PACE-ში არც აპრილში დაესწრო სხდომას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია. როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ამბობდა, უმრავლესობის წევრებს უკან დასაბრუნებელი ბილეთები დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ნაყიდი და ამიტომ სტრასბურგიდან კენჭისყრის წინა დღეს წამოვიდნენ. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

„ოცნება” PACE-ში არ დაესწრო სხდომას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი