საზოგადოება

მაშველის საშუალო ხელფასი 1500 ლარამდეა – მღებრიშვილი

14 აგვისტო, 2023 • 2325
მაშველის საშუალო ხელფასი 1500 ლარამდეა – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველის საშუალო ხელფასი თვეში 1500 ლარამდეა.

ამის შესახებ დღეს შოვში ჟურნალისტებთან განაცხადა სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით დაღუპულია 25 ადამიანი, 8 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთანავე, 5 ცხედრის იდენტიფიცირებისთვის ჩატარებულია აუცილებელი პროცედურები და ელოდებიან დნმ-ს პასუხებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენია მაშველის საშუალო ხელფასი, მღებრიშვილი პასუხობს:

„თვეში საშუალო ხელფასი არის 1500 ლარამდე, მინიმალური არის 1400 ლარი“.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი