საზოგადოება

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – პროტესტი  თბილისში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის გამო

31 ივლისი, 2023 • 1066
“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – პროტესტი  თბილისში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის გამო

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – ამ ლოზუნგით აპროტესტებენ მოქალაქეები თბილისში  31 ივლისს  რუსეთიდან საქართველოში საკრუიზო ლაინერის შემოსვლას. 

რუსეთიდან საკრუიზო გემი ბათუმის პორტში მეორედ 31 ივლისს შემოვიდა, რასაც ბათუმში პროტესტი მოყვა. საპროტესტო აქციის დროს 23 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა. 

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – პროტესტი თბილისში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის გამო; 31 ივლისი, 2023, თბილისი, საქართველო. ფოტო: ბუბუ გვაძაბია/ნეტგაზეთი

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში. ბათუმის ნავსადგური დროზე ადრე დატოვა რუსეთიდან შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა. პოლიციის კორდონმა მოქალაქეებს არ მისცა შესაძლებლობა მიახლოებოდნენ გემს, თუმცა ის მაინც პროტესტით გააცილეს.

  • რუსეთიდან საკრუიზო გემი ბათუმის პორტში მეორედ 31 ივლისს შემოვიდა, რასაც ბათუმში პროტესტი მოყვა. საპროტესტო აქციის დროს 23 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა. 
  • სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან 31 ივლისის 00.00 საათზე დაგეგმა, საკრუიზო გემის ნავსადგურში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე.  თუმცა პოლიციამ მანამდე იქ რკინის კონსტრუქციები განათავსა, რათა დემონსტრანტებს გემთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. 
  • დემონსტრანტებმა ბათუმში პორტთან 31 ივლისის ღამე გაათენეს და რუსეთიდან შემოსულ გემს პროტესტით შეხვდნენ და პროტესტითვე გააცილეს.
  • უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის რუსეთიდან. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში  რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი საკრუიზო გემი შევიდა, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
  • ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი