საზოგადოება

Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

31 ივლისი, 2023 • 2733
Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მომდევნო რეისებში ბათუმი არ ფიგურირებს.

ამჟამად ლაინერის ოფიციალურ ვებ გვერდზე ბათუმი მხოლოდ 1 მარშრუტში იძებნება – 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა მომდევნო რეისებში ბათუმი მითითებული არაა დანიშნულების ადგილად.

სქრინშოტი საიტიდან.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ წუხელ აქციის მონაწილეებს ნავსადგურთან შეკრების საშუალება არ მისცა, „უსაფრთხოების“ მიზნით.

ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.

პოლიციამ გადაკეტა გზა საბაგიროსთან – რუსთაველის მიმართულებით,  ასევე – გოგებაშვილის ქუჩის ერთი სავალი ნაწილი, სანაპიროს გასწვრივ. დღეს დილით კი, სავალი ნაწილის მეორე მხარე მოქალაქეებმა გადაკეტეს. პოლიციის მცდელობის მიუხედავად, გაეხსნა მოძრაობა,  გოგებაშვილის ქუჩა ამ დროისთვის მთლიანად გადაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი