საზოგადოება

უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე -კინემატოგრაფისტების მანიფესტი და აქცია

12 ივლისი, 2023 • 1588
უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე -კინემატოგრაფისტების მანიფესტი და აქცია

“ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე, ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე, ჩვენ მხოლოდ დავცინებთ შეუმდგარ ცენზორებს და მათ განზრახვას, მოათვინიერონ ქართული კინო”-  ესაა ამონარიდი ქართველი კინემატოგრაფისტების მანიფესტიდან.

მანიფესტი 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე წაიკითხეს კინოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა.

აქციაზე კინოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და მათმა თანამოაზრეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცია. რეორგანიზაციას ისინი უწოდებენ “კულტურის მოთვინიერების” პოლიტიკას.

დღევანდელ აქციას დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენელი, საამქროს ოსტატი რობერტ მარგიშვილიც შეუერთდა.

“ ჩვენი მონობა უნდათ. მე შეიძლება გავაგრძელო მუშაობა და მეორე დღეს გავაპროტესტო, მაგრამ თქვენთვის [კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის] მონობა არის სიკვდილი. თქვენ თუ თავისუფლები არ იქნებით, ვერაფერს შექმნით, ან შექმნით პარტიულ, ნომენკლატურულ საზიზღრობას”, – ასე მიმართა  მან აქციის მონაწილეებს:

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები – დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. დავით დავითიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა:


უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.

მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი