უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის საგარეომ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მას 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნება შესთავაზოს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ საქართველოს მთავრობის ხელით რუსეთი კლავს უკრაინის მოქალაქეს – მიხეილ სააკაშვილს.
„დღეს მე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში დაებარებინა საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოეხატა მისდამი პროტესტი და შეეთავაზებინა მისთვის, რომ თბილისთან კონსულტაციების მიზნით 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინა უკრაინა.
მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, რათა მათ გადმოგვცენ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი მკურნალობისთვის. და მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, რომ ყურადღების მიღმა არ დატოვონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. არცერთ სახელმწიფოს ევროპაში არ აქვს ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება – სიცოცხლე საბაზისო ევროპული ღირებულებაა“, – წერს ზელენსკი.
განცხადებას ზელენსკიმ თან დაურთო მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტო.
Right now, Russia is killing Ukrainian citizen Mykhailo Saakashvili at the hands of the Georgian authorities.
We have repeatedly called on the official Tbilisi to stop this abuse and agree on Saakashvili’s return to Ukraine. Our partners, in coordination with Ukraine, have also… pic.twitter.com/Gzvl4zJPR1
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 3, 2023
დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებას არ უნახავს.
წაიკითხეთ ვრცლად: