საზოგადოება

რკინიგზაზე მოძრაობა 3 ივლისს, 17 საათიდან განახლდება

3 ივლისი, 2023 •
რკინიგზაზე მოძრაობა 3 ივლისს, 17 საათიდან განახლდება

საქართველოს რიკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.

შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

  • #804 თბილისი-ბათუმი 17:05
  • #807 ბათუმი-თბილისი 17:15
  • #801 ბათუმი-თბილისი 18:20
  • #812 თბილისი-ბათუმი 0:35
  • #811 ბათუმი-თბილისი 0:45
  • #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
  • #874 თბილისი-ფოთი 17:30

მეწყერი რკინიგზის მარელისის მონაკვეთზე პირველ ივლისს ჩამოწვა, რამაც რეისების გაუქმება გამოიწვია. გაწმენდითი სამუშაოებისას, დღეს, 3 ივლისს, მეწყერში იპოვეს ადგილობრივი მკვიდრის, 72 წლის კაცის ცხედარი, რომელსაც ეძებდნენ.

საქართველოს რკინიგზამ რეისები 29 ივნისსაც გააუქმა. მაშინ მიზეზად ასევე ხარაგაულში, სოფელ ბაბის ტერიტორიაზე, ლიანდაგების დატბორვა და რკინიგზის მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი