საზოგადოება

EU: უმჯობესია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული

14 ივნისი, 2023 • 836
EU: უმჯობესია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული

ევროკავშირის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“,- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.


გუშინ, 13 ივნისს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. რითიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა წინა დღით მიღებული ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლითაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო აღნიშნული კანონპროექტი, ხოლო ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სახელმწიფო უწყებებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, როგორიცაა, მაგალითად,  არსებული სისტემური გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზი.

თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა და მეორე მოსმენით კანონპროექტის იგივე ვერსია დაამტკიცა.

12 ივნისს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ თუკი ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, უმრავლესობას შესაძლებლობა ექნება, კანონი არ აამოქმედოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი