საზოგადოება

რია ნოვოსტი: რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს მომდევნო კვირიდანვე დაიწყებენ

11 მაისი, 2023 •
რია ნოვოსტი: რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს მომდევნო კვირიდანვე დაიწყებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას უკვე მომდევნო კვირიდან შეძლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს წყაროზე დაყრდნობით.

“რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება იგეგმება მომდევნო კვირიდან”, – წერს რია ნოვოსტი საავიაციო სფეროს წყაროზე დაყრდნობით.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირ ფრენებზე “გავრილოვის ღამის” გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანიები განახორციელებენ ფრენებს რუსეთსა და საქართველს შორის. თბილისში აცხადებენ, რომ რეისებს ის კომპანიები შეასრულებენ, რომლებიც დასავლური სანქციების ქვეშ არ ოპერირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი