საზოგადოება

მოსკოვმა შეცვალა რჩევა თავისი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობაზე

10 მაისი, 2023 •
მოსკოვმა შეცვალა რჩევა თავისი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

უწყების განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის „პრინციპულ მიდგომას რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტებისა და ურთიერთობის პირობების თანდათანობით შემსუბუქებაზე, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა“.

გარდა ამისა, მოსკოვმა გააუქმა 2019 წელს მიღებული რეკომენდაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ურჩევდა, საქართველოში არ ჩამოსულიყვნენ.

„უქმდება სამინისტროს 2019 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავების შესახებ. ამასთან ერთად, ამ ქვეყანაში ვიზიტისას ღირს უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინება და წინდახედულობის გამოვლენა“, – ამბობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი